დროებითი სამუშაო სააგენტო Art Vending

არტ-ვენდინგი - მსხვილი საკადრო კომპანიაა, რომლის წყალობითაც ყველა პირს, რომელიც ცდილობს დასაქმებას, როგორც პოლონეთიდან, ასევე საზღვარგარეთ, შესაძლებლობა აქვს იპოვოს კარგი სამსახური.

დასაქმება ჩვენთან ერთად - ეს კარგად ანაზღაურებადი სამსახური, კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული ზრდა და მომავლის რწმენაა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მრეწველობის მრავალი დარგის კომპანია-კლიენტებთან, პირველ რიგში: ლოგისტიკიდან, წარმოებიდან, უსაფრთხოებიდან, საზოგადოებრივი კვებიდან, რიტეილიდან, ასევე კლინინგური მომსახურებიდან.
ჩვენ ორიენტირებული ვართ თანამშრომლების ყურადღებით შერჩევაზე და ჩვენი პარტნიორების კომპლექსურ მომსახურებაზე. ამის წყალობით შეგვიძლია ვიამაყოთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით.

პერსონალის შერჩევა დამუშავებული გვაქვს სრულყოფილებამდე

თქვენი წარმატებისთვის პროდუქტულობის ჩვენი რეცეპტი ამ მიმართულებით მუშაობის მრავალი წლითაა გარანტირებული.
ჩვენ წარმოვადგენთ კლიენტზე ორიენტირებულ კომპანიას და გვჯერა, რომ პროფესიული რეკრუტინგის წყალობით თავიანთ მიზნებს აღწევენ როგორც კომპანიები, ასევე მათი თანამშრომლები.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა შესაბამისი კომპეტენციებისა და უნარების ადამიანების ისეთ დამსაქმებლებთან დაკავშირება, რომლებიც სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახურით უზრუნველყოფენ.
რეკრუტინგში უდიდესი გამოცდილების, პროფესიონალი დიპლომირებული HR-სპეციალისტების წყალობით, რომელთაც გააჩნიათ საუკეთესო ევროპული სკოლების МВА დიპლომები და საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება, ჩვენ ეფექტურად ვწყვეტთ იმ კომპანიების ნებისმიერ სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პერსონალის შერჩევასა და ადაპტაციასთან.

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს შეუძლიათ მოიძიონ თქვენთვის სტაბილური დასაქმება პოლონეთში, ხოლო უახლოეს დროში კი ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც.

ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის არჩევით შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ ჩვენი ურთიერთობების საიმედოობაში, ვინაიდან ჩვენს მოქმედებებს საფუძვლად უდევს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები. ჩვენთან თანამშრომლობა გარანტირებულად გაძლევთ:

დასაქმების გამჭვირვალე პირობებს

ხელფასის მაღალ დონეს, უსაფრთხოების აბსოლუტურ გრძნობას და ხვალინდელი დღის რწმენას

კომპლექსურ პროფესიონალურ HR მომსახურებას

დამსაქმებელთან სამსახურის თაობაზე შუამავლობისას ჩვენ ასევე ვზრუნავთ თქვენს ინტერესებზე — ამ პროცესში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ დამსაქმებლის პატიოსნებასა და სტაბილურობაში

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას სამსახურის მოძებნაში, რომელიც შეესაბამება თქვენ პროფესიულ უნარებსა და კვალიფიკაციას

ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენი მოლოდინის მაქსიმალურად შესაბამისი წინადადების მოძებნაში.

ხართ თანამშრომელი უკრაინიდან ან სხვა ქვეყნიდან და ეძებთ სამსახურს პოლონეთში?

არტ-ვენდინგი დაგეხმარებათ:

პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საუკეთესო კომპანიებში დასაქმების მხრივ მიმზიდველი წინადადების მიღებაში

დაგეხმარებით სასტუმროში (კომფორტულ ჰოსტელში) განთავსებაში და გადაგიწყვეტთ ცხოვრებასთნ დაკავშირებულ ყველა საკითხს

დაგეხმარებით თქვენი, როგორც ევროპული კომპანიის თანამშრომლის ლეგალიზაციის ყველა ეტაპზე და მონაწილეობას მივიღებთ პოლონეთში ბინადრობის მოწმობის ასაღებად ყველა ფორმალობის გადალახვის პროცესში

ვიქნებით თქვენთან მუდმივ კონტაქტში, გიპასუხებთ თქვენს ნებისმიერ კითხვაზე და შეგიძლიათ ჩვენი მუდმივი მომსახურების იმედი გქონდეთ, მარტო არ დაგტოვებთ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს

დასაქმების პროცესში გექნებათ დროებით სამუშაოზე ოფიციალური ხელშეკრულება პოლონეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – ეს აძლევს ბევრ უპირატესობას მუშაკს საზღვარგარეთიდან, ვინაიდან თქვენ იქნებით ოფიციალურად დასაქმებული პირი ევროკავშირის ტერიტორიაზე, აბსოლუტურად ოფიციალურად აიღებთ ხელფასს, რომელიც დაგერიცხებათ ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბანკის საბანკო ანგარიშზე (საბანკო ბარათზე), იქნებით ოფიციალური გადასახადების გადამხდელი

ჩვენ გაგიფორმებთ სამედიცინო დაზღვევას, იქნებით აბსოლუტურად დაცული

გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ ჩვენს წინადადებას?

ეძებთ სამსახურს? ან იქნებ თქვენ წარმოადგენთ პირდაპირ დამსაქმებელს და გსურთ შექმნათ საიმედო, აწყობილი, პროფესიონალურად განსწავლული და თქვენი საქმიანობის სახეობისთვის შერჩეული თანამშრომელთა კოლექტივი?

კომპანია არტ-ვენდინგი – თქვენი საიმედო პარტნიორია პროფესიონალური, სტრუქტური კოლექტივის შექმნაში.
არტ-ვენდინგი – ჩვენ წარმოვადგენთ პოლონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს.
მუშაკების დასაქმება, პროფესიული ძიება და იშვიათი სპეციალისტების შერჩევა, თანამშრომელთა ლიზინგი – ჩვენ ამაში საუკეთესოები ვართ.
გამოცდილება, ნებისმიერი სირთულის რეალიზებად ამოცანებთან პასუხისმგებლობით მიდგომა, ასევე საჭირო პერსონალის მოძიებისა და შერჩევის თანამედროვე მეთოდები გვხდის საიმედო პარტნიორს როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. ჩვემ მოგიძებნით უნიკალურობის ნებისმიერი დონის პროფესიონალს. გამოიყენეთ ჩვენი მომსახურება!


დასაქმება: საუკეთესო შემოთავაზებები პოლონეთის დასაქმების ბაზარზე პროფესიონალებისთვის, – უმაღლესი კვალიფიკაციის თანამშრომლები

ჩვენს პარტნიორებს შორისაა ევროპაში ყველაზე ცნობილი კომპანიები მრეწველობის მრავალი დარგიდან. ლოგისტიკა, წარმოების ათეულობით მიმართულება, უსაფრთხოების სიტემები, მათ შორის პოლონეთის წამყვანი დაცვის სააგენტოები, საზოგადოებრივი კვების საწარმოები, კლინინგური კომპანიები, პროდუქტების სუპერმარკეტების ქსელები, სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო სექტორი და მრავალი სხვა. ჩვენი სპეციალიზაციაა, ჩვენ ძალგვიძს მოვიძიოთ უნიკალური სპეციალისტი კომპანიისთვის და უნიკალური კომპანია უნიკალური სპეციალისტისთვის;

 

ჩვენ მოვიხმართ საუკეთესო ტექნოლოგიებს, რომლებიც იყენებენ მსოფლიოს საუკეთესო საკადრო სააგენტოებს, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ თანამშრომელთა დაქირავება და საკადრო მომსახურება – ძალიან რთული პროცესია. მისი ეფექტური და პროფესიული რეალიზაცია მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებასა და დროს.

ამიტომ ჩვენს კლიენტებს ჩვენ ვაწვდით:

  • კომპლექსურ HR მომსახურებას, რაც კომპანია-პარტნიორს საშუალებას აძლევს გამოათავისუფლოს უფრო მეტი დრო სამუშაოს ძირითად მიმართულებებზე,
  • დასაქმების პროცესის მოქნილობა – ეს არის თანამშრომლების სწრაფი ჩანაცვლება ახლებით, თუ წარმოიშობა ასეთი აუცილებლობა,
  • ყურადღებიანი და პროფესიონალური რეკრუტინგი, რომლის წყალობითაც ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ახალ თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია მათთვის დავალებულ პოზიციებზე მოვალეობების შესასრულებლად,
  • დასაქმებაზე ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, კერძოდ, სამუშაო ძალაზე და პერსონალის რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებაზე ხარჯების უკეთესად კონტროლის წყალობით.

ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ უმსხვილეს სარეკრუტინგო კომპანიას პოლონეთში

ჩვენი თანამშრომლების ბაზა ძალზედ ფართოა – შეგვიძლია შემოგთავაზოთ არჩევანი უკვე არსებული კანდიდატურებიდან ექიმით დაწყებული პროფესიონალ შემდუღებლამდე, საბავშვო ბაღის აღმზრდელიდან პროფესიონალ ფსიქოლოგამდე, ინჟინერ-მექატრონიკიდან პროფესიონალ მეომრამდე.

შეგვიძლია მოგიძებნოთ ნებისმიერი თანამშრომელი პროექტისთვის ან ერთჯერადი ამოცანისთვის, შეგვიძლია თქვენი ოფისის დაკომპლექტება გამოჩენილი პროფესიონალებით.

დაგვირეკეთ და ჩვენ გადაგიწყვეტთ პერსონალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.